გორში 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო  ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღეს განახლდება

უკვე მეოთხე დღეა გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ტერიტორია, რომელიც მდინარე ლიახვის სანაპიროს ესაზღვრება, პოლიციის ოპერატიული ლენტითაა შემოსაზღვრული. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებებმა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. ასევე უცნობია, რა ტერიტორიაზე განახლდება ძებნა. შსს-ს ოპერატიული ჯგუფები პარკის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან.

არსებული ინფორმაიცით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორში საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ჩაიყვანეს.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს, რომელიც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო და მამასთან ერთად, დაკარგული ბავშვის ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო: გორში 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები განახლდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა