ქეთევან ციხელაშვილი - თითოეულ ჩვენგანს, იქნება ეს ქართველი, სომეხი, ებრაელი, აზერბაიჯანელი, ოსი თუ აფხაზი, ერთი ცა, ერთი მიწა და ერთი სამშობლო გვაქვს

ახალციხეში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმო კონცერტითა და თეატრალური წარმოდგენით დაიხურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მათი ორგანიზებით გამართულ ხელოვნების ფესტივალზე "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" დამსწრე საზოგადოებას ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა ტოლერანტობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალციხე უნიკალური ადგილია, სადაც არაერთი ეთნოსი თანაცხოვრობს მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს ადგილი თავად არის სიმბოლო ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის.

„დღეს ჩვენი მრავალფეროვნება და მრავალკულტურულობა ვიზეიმეთ. ახალგაზრდებმა თავიანთი კულტურის ნაწილი, ქართული კულტურა წარმოადგინეს, რამაც ძალიან ლამაზი მოზაიკა შექმნა. ამ კონცერტით, რომელიც ტარდება ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ" ფარგლებში, ჩვენ ტოლერანტობის კვირეულის აღნიშვნა დავასრულეთ და ამით ვთქვით, რომ ყველა ჩვენგანს, იქნება ეს ქართველი, სომეხი, ებრაელი, აზერბაიჯანელი, ოსი, აფხაზი თუ ა.შ. გვაქვს ერთი ცა, ერთი მიწა, ერთი სამშობლო და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა დიახარჯოს საერთო სიკეთისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია ამის პირობები შექმნას და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა