მამუკა ბახტაძე - მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ

ჩვენი მიდგომაა, რომ ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი, ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მოქალაქეები მოვალეთა რეესტრიდან გარანტირებულად ამოვლენ.

„ჩვენი მიდგომაა, რომ ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი, ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას. ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, სრულფასოვნად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს უფრო ჯანსაღს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერ-მინისტრის დაანონსებული ბრიფინგი: რას გვთავაზობს მთავრობა საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო