მამუკა ბახტაძე - მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა - ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა - ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

“ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა როგორც რისკი და მძიმე ტვირთი დაძლეულ იქნას. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეს და ვალების მომსახურების კოეფიციენტი ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას გაუტოლდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობა, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები უნულდება.

ბახტაძემ მადლობა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს“ გადაუხადა და აღნიშნა, რომ “რომ არა ფონდის მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“.

“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს