რომან გოცირიძე - არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა - ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული

არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა. ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ მათ რესტრუქტურიზაციას, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, პრემიერის დღევანდელ ინიციატივას.

გოცირიძის თქმით, კომერციული ბანკები ისედაც ჩამოაწერდნენ ადამიანებს გარკვეულ ფულად დავალიანებას, შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურზეა გათვლილი.

„ჯერ ერთი, მთავრობა რა შუაშია, თუ ამას აკეთებს "ქართუ", მეორეც, გაუგებარია რას აკეთებს "ქართუ" იმიტომ, რომ საუბარია მხოლოდ იმ დავალიანებაზე, რომელიც არის 2 ათას ლარამდე. ზოგადად, უიმედო სესხების ჩამოწერას კომერციული ბანკები აკეთებენ ყოველწლიურად. შარშან 77 მილიონი ლარი ჩამოიწერა უიმედო, 2016 წელს - 55 მილიონი. ახლა როგორც გვესმის, რაღაც თანხა ჩამოიწერება და ამაში "ქართუ" შეეშველება, მილიარდნახევარი არის ზღაპარი, არავითარ მილიარდნახევარს "ქართუ" არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას.

რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, იქნებოდა მთავრობის მიერ ეს ინიციატივა? თუმცა, აქ მთავრობა რა შუაშია, ბოლოს და ბოლოს, მაინც გაუგებარია ვინ და რას აკეთებს",- განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა