ირაკლი კობახიძე კითხვაზე, იგეგმება თუ არა მოქალაქეთა საბანკო დავალიანების დასაფარად სახელმწიფოს მიერ „ქართუსგან“ კრედიტის აღება - დაველოდოთ ფონდის განმარტებას

დარწმუნებული ვარ, რომ დეტალების შესახებ განმარტებას გააკეთებს თავად ფონდი „ქართუ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც ჭარბვალიანობის დაძლევის საკითხთან დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იგეგმება თუ არა სახელმწიფოს მიერ ფონდ „ქართუსგან“კრედიტის აღება, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე განმარტებებს ფონდი „ქართუ“ თავად გააკეთებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დეტალების შესახებ განმარტებას გააკეთებს თავად ფონდი „ქართუ“. სჯობს დაველოდოთ მათ ოფიციალურ განმარტებას“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფინანსური ორგანიზაციების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეთა დავალიანებების განულების ინიციატივის განხორციელებისთვის მადლობა ფონდ “ქართუს“ გადაუხადა.

როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა