ივანე მაჭავარიანი - დავალიანება გაუნულდებათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც აღებული აქვთ ერთზე მეტი სესხი და რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 000 ლარს

დავალიანება გაუნულდებათ გაფუჭებული კრედიტების სიაში მყოფ იმ ადამიანებსაც, რომელთაც აღებული აქვთ ერთზე მეტი სესხი და რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 000 ლარს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაირკვა, რომ იმ 600 000 ადამიანს, რომლებსაც დავალიანება 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ, საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული.

„გაირკვა, რომ ერთ ადამიანს საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დავალიანება გაუნულდება არის 600 000, ხოლო აღებული სესხების რაოდენობა მილიონზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა ორი სესხი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა