ადვოკატი მალხაზ კობაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვს

ჩვენ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ. შეწყდეს ეს მარაზმი, რომელიც ახლა კობაურის მიმართ გრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობისა და გაუპატიურების საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უსუსურია.

„პროკურატურამ პირის ბრალის დადგენილება შეცვალა და სხვა მოტივებზე დაფუძნებული ბრალდება წარუდგინა კობაურს. აქამდე ვაპელირებდით, რომ კობაური აღნიშნულ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. პროკურატურა ეცადა დაელაგებინა ის შეცდომები, რომელიც გაპარული ჰქონდა ან შეგნებულად, ან შეუგნებლად. მიგვაჩნია, რომ ვერსია, რომელიც ახლა წარმოდგენილია, უფრო უსუსურია და არ არსებობს საფუძველი, მოსამართლემ რაიმე ფორმით გაიზიაროს და კობაურს ბრალი დაუმტკიცდეს.

ჩვენ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ. შეწყდეს ეს მარაზმი, რომელიც ახლა კობაურის მიმართ გრძელდება. ახალი არაფერია წარმოდგენილი გარდა ერთისა, რომ დასტურდება მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

მოვიდა დნმ-ის პასუხი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კობაურს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილებთან. ასევე დასტურდება, რომ კობაური ვერანაირად ვერ შეძლებდა გვამების გადაადგილებას.

ასევე მოვიდა მნიშვნელოვანი პასუხი, რომელიც ბრალდების მხარემ ჩაატარა - ტრიდე ფორმატში იქაური გარემო აღწერა. აქედანაც ცალსახად ჩანს, რომ იმ რელიეფში ერთი ადამიანი, ანუ კობაური ვერ გადაადგილებდა გვამებს იმ მიმართულებით, რასაც ბრალდების მხარე გვედავება", - აცხადებს კობაიძე.

როგორც ის განმარტავს, საქმეში ახალი მტკიცებულებები არ მოიპოვება და არც საგამოძიებო ექსპერიმენტებით, რომელიც დაცვის მხარემ ჩაატარა, კობაურის ბრალეულობა არ იკვეთება.

„მოგეხსენებათ, ბრალი უფრო დამძიმდა არამხოლოდ მკვლელობის მიმართულებით, არამედ გაუპატიურებასაც გვედავებიან. საქმეში არანაირი ახალი მტკიცებულება არ არსებობს. მათ აქამდეც შეეძლოთ ეს ბრალი წარედგინათ. როგორც მამა-შვილის მკვლელობაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს კობაურმა ჩაიდინა, ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ქალბატონი გააუპატიურა და შემდეგ გაგუდა.

ჩვენ ჩავატარეთ საგამოძიებო ექსპერიმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეეძლო ერთ პირს გვამის გადაადგილება იმ ლოკაციაზე და იმ რელიეფში. ჩავატარეთ ექსპერიმენტი, მსგავსი ზომის ტვირთი წყლის მეშვეობით თუ გადაადგილდებოდა. რა თქმა უნდა არ დადასტურდა, რომ წყალი მსგავსი ზომის ტვირთის გადაადგილებას შეძლებდა. ასევე ჩავნიშნეთ სამედიცინო ექსპერტიზა, რითიც გვსურს დავადგინოთ, ნამდვილად შეუძლია თუ არა სექსუალური აქტი კობაურს. ამის შემდეგ ეს პროკურატურამაც ჩანიშნა და კარგია, რომ ამ მიმართულებით თავადაც დაიწყეს მუშაობა. საინტერესო იქნება, რა პასუხი მოვა კობაურის სექსუალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - დასძენს ადვოკატი.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე მოითხოვს აღნიშნული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

„იმედი მაქვს, ეს საქმე განწირულია წაგებისთვის ბრალდების მხარისთვის და აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

ჩვენ ჩამოვყალიბდით და დღეს მოვითხოვთ, რომ აღნიშნული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს კლიენტს", - აცხადებს კობაიძე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. მანამდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: "შეწყდეს ეს მარაზმი, რომელიც ახლა კობაურის მიმართ გრძელდება" - სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა