ზაზა გაბუნია - ასეთი მნიშვნელობის სახალხო გადაწყვეტილება არ მიუღია არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ზაზა გაბუნიას თქმით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება არის ხალხის, რადგან ასეთი მნიშვნელობის და მასშტაბის სახალხო გადაწყვეტილება საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ მიუღია.

„ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ამ საქმეში ფონდ "ქართუ"-ს მონაწილეობა და სასიკეთო გავლენა საკითხის ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსური ვალდებულებები ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, უნულდება მოქალაქეებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა