მიკროსაფინანსოების ასოციაციის ხელმძღვანელი - არანაირ ლოგიკაში არ ჯდება არაკეთილსინდისიერ გადამხდელებზე გავრცელდეს შეღავათები

არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რაც არ უნდა დიადი მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, ამ ტიპის ადამიანებზე გავრცელდეს მსგავსი შეღავათები,- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის კომენტირებისას აცხადებს.

როგორც შენგელია აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ფარგლებში განხილული არ ყოფილა და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ძალიან სწრაფად მოხდა ამ თემაზე შეხვედრის ორგანიზება.

“პრემიერის ინიციატივას დღეს გავეცანი და ნაწილობრივ მედიის საშუალებით გავიგე რა ხდებოდა. ასოციაციის ფარგლებში არ ყოფილა მოლაპარაკება. ეროვნულ ბანკთანაც მქონდა დღეს კომუნიკაცია და აღმოჩნდა, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება. ამ შეხვედრას ძირითადად ბანკები ესწრებოდნენ, იყო რამდენიმე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც. შაბათს ყოფილა ეს შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. სულ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს დრაფტი ამ შეთანხმების“,- განაცხადა შენგელიამ.

მისივე თქმით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, რომელიც პირველ რიგში ეროვნულ ბანკთან უნდა გაიარონ.

„ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნულ ბანკთან უნდა გავიაროთ. ცალკეული შემთხვევებია გასავლელი. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც არის ფინანსური დანაშაული ჩადენილი ორგანიზაციის წინააღმდეგ და ამაში არიან გარეული ცალკეული მსესხებლები ან მსესხებელთა ჯგუფები. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რაც არ უნდა დიადი მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, ამ ტიპის ადამიანებზე გავრცელდეს მსგავსი შეღავათები. ჯერ ისედაც საკამათო საკითხია, რამდენად სამართლიანია იგივე კეთილსინდისიერ გადამხდელებთან მიმართებაში ეს ინიციატივა. ძალიან ბევრი საკითხია შესასწავლი“,- განაცხადა შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა