სალომე ზურაბიშვილი - არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაცმოძრაობის“ მიმართ - ჩემი ხედვა 2005 წელს იპოდრომზე გამოვთქვი და ეს არ შეცვლილა

მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩემი ხედვა მე გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბანერებთან „არა ნაცებს - არა ბოროტებას“ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მისი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მთელ საქართველოს ახსოვს.

„ორ რამეს ვიტყვი. ჯერ ერთი, ამ დღეებში არ არის დაწყებული აგრესიული კამპანია, ეს დაიწყო ორ თვე ნახევრის წინ ჩემს წინააღმდეგ, რასაც არ ვიცი თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს ვაფასებ. ჩემი წილი კამპანიის პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე, ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გამოიფინა. ბანერებზე წარწერით - “არა ნაცებს, არა ბოროტებას!”, გამოსახული არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო