ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე, გუშინ დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“, - აცხადებენ შსს-ში.

„რუსთავი 2-მა“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. სიუჟეტის თანახმად, კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას და ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

აღნიშნულ სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა გუშინ. მან დაადასტურა, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, თუმცა მისი თქმით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნაცვლიშვილი შსს-ს მოუწოდებს, ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

იხილეთ ვიდეო: ლაშა ნაცვლიშვილის კომენტარი პატრულის მიერ გადაღებულ სამხრე კამერის ჩანაწერზე, რომელიც "რ2"-მა გამოაქვეყნა

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის