„ვივუსი“  განმარტავს, რატომ  არ მონაწილეობს ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების პროცესში

ონლაინსესხების კომპანია „ვივუსი“ განცხადებას ავრცელებს. „დღეს გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ შემდეგი განმარტება:

დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, თავად „ვივუსმა“ თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

„ეს იყო “ვივუსი”, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა