გიორგი ახვლედიანი - მილიარდნახევრით აპირებს მოსახლეობის ერთი მესამედის მოსყიდვას კი არა - შესყიდვას

მილიარდნახევრით აპირებს მოსახლეობის ერთი მესამედის მოსყიდვას კი არა - შესყიდვას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ფონდ „ქართუდან“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერა უპრეცედენტო ფაქტია, რომელმაც აზრი დააკარგვინა არჩევნების მნიშვნელობას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ფიქრს.

„ფორმა, რომელიც მოიძებნა ხელისუფლებისგან, ალბათ უპრეცედენტოა. არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ ერთი ადამიანი, ასე ერთი ხელის მოსმით, მილიარდნახევრით, აპირებს მოსახლეობის ერთი მესამედის მოსყიდვას კი არა, შესყიდვას უფრო ჰგავს. საოცრებაა ამის შეფასება, გაოგნებული ვარ, რადგან უცებ აღმოვჩნდი ქვეყანაში, სადაც არჩევნებმა დაკარგა აზრი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ფიქრმა დაკარგა აზრი“, - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

იხილეთ ვიდეო: "ფორმა, რომელიც მოიძებნა ხელისუფლების მხრიდან, მსოფლიო მასშტაბით არის უპრეცედენტო" - გიორგი ახვლედიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა