დემურ გიორხელიძე - რა თქმა უნდა იმ 600 000 კაცისთვის ეს სერიოზული შეღავათია, მაგრამ არსებულ გარემოში ეს ხალხი ვალებს ისევ აიღებს, რადგან სხვა გზა არ აქვთ

თუ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, - ამის შესახებ ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი შეფასებით, საბანკო დავალიანების განულებასთან დაკავშირებით დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის განვითარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არსებული „მახინჯი საბანკო სისტემა არ შეიცვლება“.

როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, ის 600 000 ადამიანი, ვისაც დავალიანება გაუნულდება, ისევ ვალებს აიღებს, რადგან სხვა გზა არ აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლებას დაავიწყდა, რა პრობლემებია ქვეყანაში.

„თუ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ამას სხვა პოლიტიკური შეფასება ვერ ექნება. ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნები ამ გზით არ ვითარდებიან. ხელისუფლებების მიერ ჩამოყალიბებული ის სიმახინჯე, რასაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია, შავი სიის შექმნის დაშვებით მიყვანილია ანტიკონსტიტუციურ უფლებამდე. ეს არის ხელისუფლების დანაშაული. ის მეორე, რასაც არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები ჰქვია, ისინიც ამ მახინჯი სისტემის ნაწილი არიან, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ეს მათი ბრალი არ არის. ეს ხელისუფლების ბრალია.

რა თქმა უნდა იმ 600 000 კაცისთვის ეს სერიოზული შეღავათია, მაგრამ იმ გარემოში, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ. ეს პოლიტიკა გამორიცხავს სამუშაო ადგილების შექმნას, ეს არ არის გამართულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა იმიტომ, რომ თვითონ ეკონომიკურ პოლიტიკაში დომინირებული სწრაფი განვითარება და დასაქმება არ არის.

ხელისუფლებას საერთოდ დაავიწყდა რა პრობლემებია ქვეყანაში, ადამიანი დაავიწყდათ. თვითკმაყოფილებაში ჩაიხრჩვნენ და შედეგი გამოვიდა ასეთი,“ - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ამას სხვა პოლიტიკური შეფასება ვერ ექნება" - დემურ გიორხელიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო