მამუკა ბახტაძე - ოპოზიციას სურს, ჩვენი ინიციატივა მათ იდეად გაფორმებულიყო, თუმცა ეს ღიმილის მომგვრელია

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ღიმილისმომგვრელს“ უწოდებს გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების იდეა მათ ეკუთვნით.

როგორც ბახტაძემ აღნიშნულზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას მთავრობის ინიციატივის მათ იდეად გაფორმება სურს, თუმცა აღნიშნულს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

„ამაზე კომენტარი ღიმილის მომგვრელია. ჭარბვალიანობაზე და ამ სისტემურ პრობლემაზე საუბარი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სწორედ ჩვენ დავიწყეთ. ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ვსაუბრობდი ამაზე და უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ პარლამენტში ახალ მთავრობას ვამტკიცებდით, შემდეგ უკვე აგვისტოში, მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ავიღეთ კონკრეტული ვალდებულება, რომ შემოდგომაზე გადავწყვეტდით ე.წ. შავი სიის პრობლემას. რაც დაიდგა კვირას ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ღიმილის მომგვრელი. მათ სურდათ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ ჭარბვალიანობასთან ბრძოლას. გავაგრძელებთ, შევქმნათ ისეთი პირობები საქართველოში, რომ ჭარბვალიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. გუშინდელი ინიციატივა არის ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი ამ გზაზე და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას და ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძე ოპოზიციის განცხადებას "ღიმილისმომგვრელს" უწოდებს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა