მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით

ნებისმიერ დარღვევაზე თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა, რითაც საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი გარკვეული დარღვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით.

„რაც შეეხება არასამთავრობოების შეფასებას, 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ყველა არჩევნები, რომელიც ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იყო მაღალი სტანდარტით ჩატარებული და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება. პირადად მე ვიყავი ჩართული და ვთხოვე ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ გაზრდილიყო დამკვირვებლების რაოდენობა. ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ ოპონენტთან, რომელსაც არაერთხელ უკადრებია ის, რომ გარკვეული სცენები დაუდგამს. მე ამასაც ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ, ბუნებრივია, ნებისმიერ დარღვევაზე თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. თუ მართლა ჰქონდა ადგილი ასეთ შემთხვევებს, შესაბამისი ორგანოები ძალიან ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრები აუცილებლად ნახავენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს