„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სხვადასხვა დანაშაულისთვის ბრალი ყოფილი ხელისუფლების 159 მაღალჩინოსანს წარედგინა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალი ყოფილი ხელისუფლების 159 მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. ყოფილი ხელისუფლების მსჯავრდებული ან ბრალდებული მაღალჩინოსნების სტატისტიკით „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა.

მთავარმა პროკურატურამ სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნების იმ საქმეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც ისინი მსჯავრდებულები ან ბრალდებულები არიან. მათ შორის არის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ა.შ. თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნულ სიაში სხვადასხვა უწყების ის ყოფილი თანამშრომლები არიან, რომლებიც სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობისთვის იხდიან სასჯელს ან ბრალი წარედგინათ. უფრო კონკრეტულად, ახალი ხელისუფლების მიერ გასამართლებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან:

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი 4 საქმესთან დაკავშირებით წარედგინა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების გაფლანგვისა და ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვა გრძელდება, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემისა და გირგვლიანის ცემის საქმეებში ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამ საქმეებზე სააპელაციო სასამართლოში განხილვა გრძელდება;

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე 4 საქმეზე დადგა - ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმე, თბილისის განვითარების ფონდის საბიუჯეტო სახსრების, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაფლანგვის საქმე, ე.წ. სითი პარკის და ე.წ. თბილსერვისის საქმე. „იმედისა“ და ე.წ. სითი-პარკის საქმეების განხილვა პირველ ინსტანციაში გრძელდება, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა პირველმა ინსტანციამ გაამტყუნა, ამჟამად კი სააპელაციო განხილვა მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერი ასევე გამტყუნდა ე.წ. თბილსერვისის საქმეზე და 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უგულავას დაცვის მხარის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მისი სასჯელი 1.9 წლამდე შეამცირა.

თავდაცვის მინისტრ ბაჩანა ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება 4 საქმეზე დადგა. ოთხივე საქმეზე - ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, სერგო თეთრაძის წამების საქმე, ციხის ბუნტის საქმე და სანდრო გირგვლიანის საქმე, ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 5 საქმეზეა (ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, აკურას ღვინის ქარხნის საქმე, 26 მაისის საქმე, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კვარიათის აგარაკის საქმე და სანდრო გირგვლიანის საქმე) მსჯავრდებული, ხოლო „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მერაბიშვილი ბრალდებულია და ამ საქმის განხილვა გრძელდება.

ამ ეტაპზე 1 საქმეზე (აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე) დადგა გამამტყუნებელი განაჩენი იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მიმართ, ხოლო სასჯელის ზომად 1.6 წელი განისაზღვრა. ადეიშვილი კიდევ 5 საქმეზე („ იმედის“ დარბევის, „იბერია ტვ“-ს საქმე, კობა დავითაშვილის ცემის საქმე, ციხეში პატიმართა წამების საქმე და ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმე) ბრალდებულია და ამ საქმეების განხილვა გრძელდება.

გარდა ამ პირებისა, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე პასუხისგებაში მიცემული ყოფილი მაღალჩინოსნები (2012 წლამდე პერიოდის დანაშაულებზე) არიან:

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შს სამინისტრო - დავით ახალაია, ერეკლე კოდუა, თენგიზ გუნავა, გიორგი ონიანი, ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ვასილ ლელუაშვილი, შოთა ხიზანიშვილი, რევაზ შიუკაშვილი, დიმიტრი ოთარაშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ტაბიძე, კახაბერ ნაკანი, ლევან ბეროძე, რომან შამათავა, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ზურაბ პავლიაშვილი, გიგლა შიოშვილი, დავით დევნოზაშვილი, კონსტანტინე არჩაია, გია სირაძე, გრიგოლ კვინიკაძე, დავით ქოქიაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, გივი კაციტაძე, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, ოლეგ მელნიკოვი, ზვიად გრიგალაშვილი, ვალერიან მეტრეველი, გერონტი ალანია, იოსებ თოფურიძე, ზურაბ მიქაძე, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ალექსანდრე გვაზავა, დავით იაშვილი, ზურაბ ლალიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, კოხტა კოდუა, გიორგი სამუშია, ალექსანდრე ნაჭყებია, გელა მირგატია, გიორგი ჩხეტია, ლევან გერსამია, მამუკა ცინარიძე, მანუჩარ გეთია, მანუჩარ წოწონავა, ლაშა შავიშვილი, დავით ჩაგინავა, პაატა ქირია, ზურაბ ქადაგიშვილი, მარლენ ხვიტია, გიორგი ბულია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, ირაკლი ახალაია, რუსლან შამახია, მამუკა მამისაშვილი, დავით ადეიშვილი, ალექსანდრე ბუღალაშვილი, ზვიად ობოლაძე, ჯემალ ჯიქია, რომან გოგოხია, გოგიტა ფარცვანია, გელა ნარუშვილი, ემზარ მაისურაძე, ლეონტი აკობია, თემურ ველიჯაშვილი, ვახტანგ სეფიაშვილი, თავდაცვის სამინისტრო - დავით კეზერაშვილი, მეგის ქარდავა, გიორგი დგებუაძე, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, ალექსანდრე ნინუა, რევაზ ჭარბაძე, კობა თოდუა, თორნიკე გუნავა, მერაბ მეტრეველი, გაგა ბეღელაძე, ლაშა მინდაძე, პროკურატურა - როლანდ ახალაია, გიორგი ლაცაბიძე, სდსს - თეიმურაზ ჯანაშია, ფინანსთა სამინისტრო - დავით ქარსელაძე, ედიშერ კობახიძე, თბილისის მერია და გამგეობები - დავით ალავიძე, დიმიტრი ჩხეიძე, დავით ავალიანი, გიორგი საბანაძე, ალექსი თაბუაშვილი, სასჯელაღსრულების სამინისტრო - გაგა მკურნალიძე, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ჯონი ივანიშვილი, ალექსანდრე მუხაძე, თემურ ტაბაღუა, მურად გაბუნია, დავით ჭაკუა, ოლეგ ფაცაცია, ნუგზარ მარღია, ლევან ბეშკენაძე, დათო ხუროძე, მალხაზ ღვინიაშვილი, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გეგუციძე, დავით ჩიხლაძე, დავით ნოზაძე, ვაჟა ცხვედიანი, დავით მუმლაძე, დიმიტრი ჯიჭონაია, გიორგი ვეკუა, იონა ლუტიძე, ვლადიმერ კაპანაძე, ლევან ფურცხვანიძე, დავით ხუჭუა, ალექსანრე ჯანჯღავა, ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია, მამუკა ჩხიტუნიძე, გურამ ცომაია, ბორის ფარულავა, მანუჩარ ლომთაძე, გიორგი კვარაცხელია, თემურ ჭაჭია, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი, რომეო როგავა, ონისე ლაგვილავა, კობა ანთია, თემურ ყორშია, გიორგი ჯღარკავა, დავით ნარსია, ნიკა ვახტანგიშვილი, გაგა ლიპარტელიანი, ზურაბ რუხაია, ირაკლი ამირანაშვილი, ზაზა ჯიქია, ამირან ჯანაშია, თეიმურაზ გოგოლი, ირაკლი ჭითანავა, გოგიტა გაბისონია, ლევან კოდუა, იუსტიციის სამინისტრო - დავით ჩხიტუნიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა