ადვოკატი - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების პირობები ჩამოყალიბებულია, დები საპყრობილეს უახლოეს მომავალში დატოვებენ

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან.

რაც შეეხება „M2“-ს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან ყველანაირი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.

„მიწის გადაბარების საკითხი, ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს „M2“-თან. მას შემდეგ, რაც ის მიწებს წაიღებს, მშენებლობებს დაიწყებს, რაც უახლოეს მომავალში იქნება. პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაც მალე გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ“, - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

მას ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუ როდის დატოვებენ დები საპყრობილეს, უჭირს, თუმცა, დასძენს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

„ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხელშეკრულებაზეც ხელი ხელმოწერილია. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ. უახლოეს მომავალში, ყველაფერი დასრულდება,“- აღნიშნა ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - მოლაპარაკება დასრულებულია, რჩეულიშვილი და კერვალიშვილი საპყრობილეს უახლოეს მომავალში დატოვებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა