ლევან ხაბეიშვილი - ნაჯღაბნი, რომელიც თბილისის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტია

ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი,- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში განაცხადა, სადაც დღეს კომისიების ფორმატში დედაქალაქის 2019 ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

„ის ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის უფრო მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი. 45 მილიონი ლარით მცირდება დედაქალაქის ბიუჯეტი, მიუხედავად ამისა, იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი და ასევე იზრდება მომსახურეობის მუხლი. ეს გულისხმობს სარესტორნო ხარჯებს და მათი პირადი ფუფუნების საგნების მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას. ამ დროს მცირდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ბიუჯეტი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წარდგენილი პროექტით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 871 600 000 ლარს.

იხილეთ ვიდეო: ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი - ლევან ხაბეიშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა