ქეთევან ციხელაშვილი - სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ თანასწორი გარემო

სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ თანასწორი გარემო, სადაც ექნებათ აღმსარებლობის თავისუფლება, საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრისა და კულტურის წარმოჩენის შესაძლებლობა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საკულტო ნაგებობების რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუკა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შეიქმნა და მასზე მოქმედი საკულტო ნაგებობების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლებია დატანილი როგორც რეგიონების, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე. აგრეთვე, წარმოდგენილია საქართველოში არსებული უმრავლესი კონფესიების მონაცემები.

სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განხორციელებული იდეის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუკა თვალსაჩინოდ აჩვენებს თუ რაოდენ მრავალფეროვანია საქართველო, რამდენი კონფესია თანაცხოვრობს მშვიდობიანად და რამდენად უნიკალურია ეს.

„ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოს ვქმნით, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ საუბედუროდ, ეს დღევანდელ მსოფლიოში გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. ამიტომ ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა მომავალშიც ის იქნება, რომ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის მოქალაქეებს შევუქმნათ თანასწორი გარემო, სადაც თავისუფლად განავითარებენ თავიანთ კულტურას, ექნებათ აღმსარებლობის თავისუფლება, საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრისა და კულტურის წარმოჩენის შესაძლებლობა.

რუკა ძალიან ჭრელი და სასიამოვნოდ ფერადია, რომელზეც ნახავთ თუ რამდენი სალოცავია საქართველოს ყველა კუთხეში. ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს და რომელიც კონსტიტუციითა გარანტირებული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს