კახა კალაძე - არასამთავრობოების  ნაწილი პირდაპირ ჯდება „ნაცმოძრაობის" "მესიჯბოქსში"

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ყველაზე არ ვისაუბრებ, პირდაპირ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის" "მესიჯბოქსში",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „სამართლიანი არჩევნების" განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების მეორე ტურისთვის კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლაზე საუბრობს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი. არასამთავრო ორგანიზაციების ნაწილი, ყველაზე ვერ ვისაუბრებ, პირდაპირ ჯდება "ნაციონალური მოძრაობის" "მესიჯბოქსში". შეგიძლიათ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ნახოთ თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და რა განცხადებებს აკეთებდნენ. ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ აკეთებდნენ განცხადებებს, როცა მათი მოვალეობა და უფლება-მოსილება არის რომ გაეკეთებინათ განცხადებები საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლებზე, რაც ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის ზეწოლა და ის უნდა გამოიძიოს შესაბამისმა უწყებებმა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ფაქტები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყოს დადგმული.

"კატეგორიულად მიუღებელია ზეწოლა და ამის ფაქტები თუ არსებობს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუ არსებობს ფაქტები, მაგრამ მე არ მჯერა ამის, რადგან ამაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა". ასეთი ფაქტები შეიძლება ვიხილოთ მათივე დადგმული, არ გამოვრიცხავ არც ამას, მაგრამ თუნდაც ამ

დადგმულ ფაქტებზეც უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება. სამწუხაროა, რომ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდება ხელის შეშლა , ისინი ისევ ჩარჩენილი არიან 2012 წლამდე პერიოდში",- განაცხადა კალაძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები. აღნიშნული განცხადება „სამართლიანმა არჩევნებმა“ გუშინ გაავრცელა. ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ზეწოლა ხორციელდება როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა