ეკა ბესელია - „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს და შურისძიებას ანალოგიური მეთოდებით შეეცდება, რასაც ადრე აკეთებდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს და შურისძიებას ანალოგიური მეთოდებით შეეცდებიან, რასაც აკეთებდნენ, იქნებოდა ეს საკუთრების ხელყოფა, ქონების იძულებით გადაფორმება, თუ პიროვნული და პერსონალური შურისძიებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელია გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს მილიარდნახევარ ლარს მოატანინებს.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მისი ადვოკატობის დროს იცავდა იმ დაზარალებულთა უფლებებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იძულებით წაართვეს ქონება.

„სააკაშვილის განცხადებები აცოცხლებს ისედაც არდავიწყებულ ძალიან მძიმე ფაქტებს, როდესაც ხელისუფლებაში მათი მოსვლისთანავე დაიწყო ქონების ჩამორთმევის, წართმევის, ღამე გადაფორმების, ჩუქების უპრეცედენტო ფაქტები. ასეულობით ადამიანმა განიცადა, რას ნიშნავს საკუთრების უკანონო ხელყოფა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტი. კლასიკური მოდელი იყო, რასაც მაშინ სააკაშვილი, ადეიშვილი და ის ჯგუფი აკეთებდა, როდესაც უამრავი ადამიანის კერძო საკუთრება ღამე ფორმდებოდა სხვადასხვა სტრუქტურებზე. მახსოვს, ჩემი ადვოკატობის პერიოდში ასეთ უამრავ ადამიანს ვიცავდი. შემდეგ უკვე მახსოვს წინა პარლამენტში ათასობით ასეთი განცხადება მაქვს შესწავლილი და დღემდე არ არის დასრულებული დაზარალებულთა უფლებებში აღდგენის პროცესი, იმდენად დიდი იყო ეს მასშტაბი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: ეკა ბესელია - "ნაციონალური მოძრაობა" რევანშს და შურისძიებას იმ მეთოდებით შეეცდება, რასაც ადრე აკეთებდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო