საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - წინასაარჩევნო პროცესი არ არის სრულად სამართლიანი, როგორც ჩვენ მოველოდით

წინასაარჩევნო პროცესი არ არის სრულად სამართლიანი, როგორც ჩვენ ამას ვიმედოვნებდით და მოველოდით, - ამის შესახებ ჟურნალისტების საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა იოჰანეს დაუმამ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ ორგანიზებულ ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით ღონისძიებაზე, რომელიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დაარსების მე-5 წლისთავს ეძღვნება. ჩემი აზრით, წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობისას ჩვენ ვიხილეთ ძალიან დიდი ოდენობით სიძულვილის ენა. პროცესი არ არის სრულად სამართლიანი, როგორც ჩვენ ამას ვიმედოვნებდით და მოველოდით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ორი პარტია მოაგვარებს სიტუაციას და მიიღებენ იმას, რომ არსებობს ორი სრულიად განსხვავებული კანდიდატი და რომ საარჩევნო პროცესი უნდა იყოს სამართლიანი“, - განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო