სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი - არასამთავრობოების მიერ ყალბი პირადობის მოწმობებზე გამოთქმულ ბრალდებას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას, ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის თაობაზე, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სისხლის სამართლის დანაშაულზე გაკეთებულ განცხადებას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. ამასთან, სოსო გიორგაძის თქმით, მან უკვე მიმართა აღნიშნულის გამოძიების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

„იმედი მაქვს, ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი, ასევე მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ „მტკიცებულბებს“ მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ აქვთ. აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბრიფინგზე, მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებას არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ის იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიება სიმართლეს დაადგენს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან, როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. არასამთავრობოების ინფორმაციით, ადგილი აქვს სავარაუდოდ არჩევნების გაყალბების მცდელობას. არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს