ანონსი  21 ნოემბერი

21 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის მედიაციის დღეები 2018“, რომელსაც გახსნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ლუიზა ვინტონი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი პიტერ დანისი და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პირველი პოლიტიკური მდივანი სუზან სტერნი.

მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი #1

21 ნოემბერს, 10:30 საათზე, "იურისტთა უმაღლესი სკოლის დირექტორი", ყოფილი პოლიტპატიმარი, რეპრესირებული ირმა კახიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სასტუმრო IOTA Hotel Tbilisi, ლერმონტოვის 10

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ. შარტავას ქ.N7

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“-თან დაკავშრებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება - რა აჩვენა კვლევამ; რამდენად იმოქმედა ტრანსპორტის ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ; სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხი; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 ნოემბერს, 11:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, "პირველი რადიოს" პრესკლუბში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თამარ ჩარკვიანი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: კიბერ შეტევა.

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ასევე ისაუბრებს არასამთავრობოების ბრალდებებსა და ბიძინა ივანიშვილის იტერვიუზე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში უფლებადამცველი ალექსანდრე ახალკაცი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოსული ინფორმაცია. რას გეგმავს პარტია არჩევნების შემდეგ - "ნაციონალური მოძრაობის" 3 სცენარი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, „სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის“ ორგანიზებითა და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით თბილისის ღია უნივერსიტეტში ფორუმი -

„კაპიტალის ბაზრის სამართალი - მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართება.

მის.: უნივერსიტეტის ქ. #2, თბილისის ღია უნივერსიტეტი

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) გამართავს კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ეხება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის პროცესის მონიტორინგს.

21 ნოემბერს, 13:00 საათზე საინფორმაციო სააგენტო „2020 NEWS“-ის პრესკლუბში, პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში აღმოჩენილი ახალი დეტალები და ოჯახის პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

საკონტაქტო ტელეფონი: 514 33 49 49

მის: პეკინის #34 ბიზნესცენტი „საბურთალო“. მესამე სართული

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრთან“, სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლები და წარმომადგენლები, შვილმოკლული მშობლები ია მეტრეველი, გულიკო გამცემლიძე და სააკაშვილის რეჟიმის მიერ სხვადასხვა ფორმით დაზარალებული ადამიანები, ყოფილი პოლიტპატიმრები და მათი ოჯახების წევრები, ასევე, მოძრაობის ახალგაზრდა წევრები მოსახლეობას შეხვდებიან.

საკონტაქტო პირი ნინო ცხოიძე - 570501156; 599509121

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: ონიაშვილის ქ.#37

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდება.

მის: ინოვაციების 7 (ოქროყანა).

21 ნოემბერს, 14:30 საათზე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ.

მის: არაყიშვილის ქუჩა #3, IV სართული.

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი.

საკონტაქტო პირი - დათო კაკულია 577 11 05 56

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ფოსტის განახლებული სერვის ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია დაესწრებიან.

მის.: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №56

საკონტაქტო ტელ.: 032 224 09 09

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის მერიას, "თბილსერვის ჯგუფს", „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები ვაკის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნობა.

მის.: თამარაშვილის ქ. N10ა

საკონტაქტო პირი გვანცა პაპავაძე - 591 004 931

21 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, უბისა-შორაპანის გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კომპანია „China Road and Bridge Corporation“-ის თავმჯდომარე ლუ შანი.

მის.: თბილისი, ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართული, საკონფერენციო დარბაზი)

21 ნოემბერს, 17:30 საათზე, „სპუტნიკის ოფისსში“ აქცია-პერფომანსი "პაემანი რუსეთთან" გაიმართება, რომლითაც „რუსეთი ოუპანტიას“ მოძრაობის წევრები

თბილისში სპუტნიკის მხარდაჭერილ კინოფესტივალს გააპროტესტებენ.

მის დ.აღმაშენებლის გამზირი 61 მე-5 სართულზე.

საკონტაქტო პირი: ანა ჭარხალაშვილი 577031133.

21 ნოემბერს, 18:00 საათზე, „თიბისი არტ გალერეაში“ დიზაინერისა და მხატვრის სანდრო ჩხაიძის ნამუშევრების მე-14 პერსონალური გამოფენა - „ზოლებს მიღმა“ გაიხსნება, რომელიც ხელოვანის 28 ნამუშევარს აერთიანებს.

მის.: მარჯანიშვილის #7; თიბისი არტ გალერეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა