დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეკ­ლე­სია არ შე­იძ­ლე­ბა თავშესაფრად მო­ე­წყოს და გადაკეთდეს, ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი მი­სია აქვს

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეკლესიები შესაძლოა უსახლკაროთა თავშესაფრად მოეწყოს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეკ­ლე­სია არ შე­იძ­ლე­ბა თავშესაფრად მო­ე­წყოს და გა­და­კეთ­დეს, ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი მი­სია აქვს.

„ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ ხში­რად ვრცელ­დე­ბა არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია და ამას არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი მოს­დევს ხოლ­მე. ასე მოხ­და გუ­ში­ნაც, გავ­რცელ­და ინფორმაცია, თით­ქოს პატ­რი­არ­ქი ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა უსახ­ლკა­რო­თა თავშესაფრად მო­ე­წყოს. ეს სი­მარ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მის უწ­მინ­დე­სო­ბას ასე­თი რამ არ უთ­ქვამს. ელე­მენ­ტა­რუ­ლია, რომ ეკ­ლე­სია არ შე­იძ­ლე­ბა თავ­შე­საფ­რად მო­ე­წყოს და გადაკეთდეს, ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი მი­სია აქვს. ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მი­თ უ­მე­ტეს პატრიარქის სა­ხე­ლით, უნებ­ლი­ედ ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ემსხა­უ­რე­ბა ცრუ და არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ჩე­ნას და იმ ღვაწ­ლის ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბას, რა­საც ეკ­ლე­სია სო­ცი­ა­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბის კუ­თხით მრა­ვა­ლი წე­ლია ეწე­ვა. მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვით გი­თხრათ, რომ ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სახ­ლი, პალიატიური ცენ­ტრი, უპო­ვარ­თათ­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­სა­დი­ლო­ე­ბი, მაგ­რამ ეკ­ლე­სია ამის აფი­ში­რე­ბას არ აკე­თებს, რად­გან ეს სა­ჭი­როდ არ მი­აჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრეა ჯაღ­მა­ი­ძემ.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზი ანდრია: "ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად გადაკეთდეს" - პატრიარქის სახელით გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქო ცრუს უწოდებს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა