მიხეილ სააკაშვილი - ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო

ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში იგეგმებოდა ევროპული სტანდარტის ციხეების მშენებლობა, თუმცა ვერ მოესწრო.

„ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო. ციხეები არის მძიმე მდგომარეობაში ახლაც. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?! ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა დასავლეთ საქართველოში, რაც ამათმა შეაჩერეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დანაშაულთან ბრძოლისთვის ციხის გარდა სხვა მეთოდების გამოყენებაც შეიძლება. „მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ციხეში დიდი კონტინგენტი უნდა გვყავდეს. მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, მათ შორის, პრობაციის უფრო სწორად გამოყენება, მათ შორის, პროფილაქტიკური სამუშაოები იმისათვის, რომ დანაშაულს სხვა მეთოდებით ვებრძოლოთ. ჩემი აზრით, პატიმრების რაოდენობა კიდევ უნდა შემცირდეს საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო" - მიხეილ სააკაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა