ბიძინა ივანიშვილი - გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი, პროფესიონალურად არ ჩაუტარებია - ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო

გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი, პროფესიონალურად არ ჩაუტარებია - ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო! - აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლსა და შტოს ფლობს, თვითდაჯერებული იყო. “ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. ამის კარგი გამოხატულება იყო თუნდაც ის, რა შედეგსაც ველოდით არჩევნების პირველ ტურში. გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი, პროფესიონალურად არ ჩაუტარებია - რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევის ჩატარებას - ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი! იმას რასაც ელოდნენ, ეგზიტპოლების შემდგომ, მეც კი გამომიყვანეს. ეს იყო სირცხვილი. ამაზე მეც მქონდა მკაცრი საუბარი. არავითარი გრძნობადობა, ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი მოლოდინი რეალობასთან. 14% სხვაობა არის სირცხვილი - ამას კვლევა აღარ ჰქვია! ძალიან მიყვარს გამონათქვამი - ზოგი ჭირი მარგებელია. გუნდმაც ცივი შხაპი მიიღო. საზოგადოება აფასებს როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია. როდესაც პოლიტიკა დავტოვე და სამოქალაქო საზოგადოებაში გადავედი, ოლიმპიადას ვატარებდი იმისთვის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა... არჩევნებზე როგორ უნდა მივიდეს. ეს ხალხმა კარგად გაიგო და კარგად აგრძნობინა გუნდსაც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ივანიშვილი: გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალურად არ ჩაუტარებია, ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო! ძალიან მკაცრი საუბარი გვქონდა!

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა