ბიძინა ივანიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ გუნდის დაშლის პროცესი იყო დაწყებული და ამან მაიძულა, სწრაფად შემოვბრუნებულიყავი პოლიტიკაში

„ქართულ ოცნებაში“ გუნდის დაშლის პროცესი იყო დაწყებული და ამან მაიძულა, სწრაფად შემოვბრუნებულიყავი პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კონსტრუქციული ოპონირება.

„ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეჭვი გააჩინა საზოგადოებაში, ეს მათი გუნდია, არაკონსტრუქციული ოპონირება და კრიტიკაა. ამან კიდევ უფრო გაანებივრა გუნდი. იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, ეს ანებივრებს და საშუალებას აძლევს მმართველ ძალას, დაუშვას შეცდომები. როდესაც ოპონენტი არ გყავს, შიდა გუნდში მიდის ძვრები და შიდა გუნდის დაშლა იწყება. ეს პროცესი იყო დაწყებული „ქართულ ოცნებაში“ და ამან მაიძულა, რომ სწრაფად შემოვბრუნებულიყავი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა - რა ანებივრებს მისი თქმით ხელისუფლებას?

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა