ბიძინა ივანიშვილი - ზურაბიშვილის გამარჯვების  შემთხვევაში ოპოზიციას არეულობის მცდელობა ექნება, მზაობაც დიდია, თუმცა რესურსი არ აქვთ

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციას არეულობის „მცდელობა ექნება, მზაობაც დიდია, თუმცა რესურსი არ აქვთ“. ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა ქვეყანა დადგეს არეულობის საფრთხის წინაშე იმ შემთხვევაში, თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს.

„მცდელობა ექნებათ, მზაობაც დიდია, თუმცა რესურსი არ აქვს, არც ქუჩის რესურსი, 8000 ადამიანს აგროვებენ. მთავარი ძალა არის ხალხი. ხალხის ნდობა არის რესურსი, მე რომ ხალხის ნაწილი ვიყავი, ეს გამოჩნდა კარგად. ჩემი რესურსი არის ხალხის ნდობა და არა ფინანსები, რაზეც მიანიშნებენ. ყველაფერი სწორად აქვთ დანახული ადამიანებს. სამწუხაროდ, ამ ძალადობის და სიცრუის მანქანის დაზიანებული ნაწილი საზოგადოებაში დიდია. ესეც ჩვენი ბრალია. არავის გაუჩნდეს კითხვა, როგორ ახერხებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, კითხვა უნდა გაჩნდეს, თუ როგორ ახერხებს ამას „ქართული ოცნება“. ამას ვუსვამ გუნდის წევრებს - როგორ მოვახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა ამ დონეზე მივიყვანეთ. ვიცი რესურსი, ეს როგორ უნდა გამოსწორდეს, ვარწმუნებ ყველას - არ მოხდება ამ არჩევნებში ეს. მცდელობა, ექნებათ, რომ რამდენიმე პროცენტიანი სხვაობა გამოიტანონ ქუჩაში, თუმცა ამის რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის პიარში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს „აფერისტი ებრაელი“ უწოდა. „პროფესიონალები ჩამოვიყვანე, ამას არც ვმალავ, სააკაშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს მათ. ებრაელებთან გაუგებრობა არასოდეს გვქონია. მე ბოდიშს მოვუხდი ჩვენს მეგობრებს, ჩემს საყვარელ ებრაელ ხალხს. ვამაყობ, რომ მათთან გვაქვს კომუნიკაცია. ძალიან კარგი, პროფესიონალური გუნდი ჩამოვიყვანეთ, კვლევებს ვატარებთ პროფესიონალურ დონეზე, შედეგებიც ვიცით. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული პროცენტებით გამარჯვება მივიღოთ. ჩვენი ძალა ერთობაშია და მე ამას ვთხოვ საზოგადოებას. საზოგადოებას ვთხოვ, მაქსიმალური მობილიზაცია გაკეთდეს, რათა გამარჯვება მივიღოთ. ჩვენი ძალა ერთობაშია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატია და ახლა მზადდება კლიპები, რომელზეც მას „ცრემლებიც კი სდის“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს