ბიძინა ივანიშვილი - ხელს მოვაჭრი, თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას

პარტია „ქათული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს „თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, არალეგიტიმურს უწოდებს. მანვე არჩევნების შესაძლო გაყალბებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ხელს მოაჭრის“ ვისაც ამის მცდელობა ექნება.

„რა თქმა უნდა, არალეგიტიმურია. ამ არჩევნებზეც ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. ის გაფრთხილება, ის ცივი შხაპი, რაც მისცა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ, ამან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელსაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. მე პირადად, ნათქვამი მაქვს, რომ ხელს მოვაჭრი თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას. დღეს არავის უჩნდება კითხვა, რომ 1%-თაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ჭეშმარიტი მოგება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ხელს მოვაჭრი, თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას - ბიძინა ივანიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა