ბიძინა ივანიშვილი სესხების დაფარვაზე - ჯერ კიდევ მაისში დავპირდი, რომ  წლის ბოლომდე მოვახერხებდით საზოგადოების ამ ნაწილის დახმარებას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის ბრალდებას, რომ 600 000 მოქალაქისთვის საბანკო ვალების დაფარვა ამომრჩეველთა მოსყიდვაა.

როგორც ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მაისში გაკეთდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და თავმჯდომარის თქმით, ეს პროექტი არის მაგალითი იმისა, რომ თუ მოინდომებ ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს. ამ კონტექსტში საუბრისას, ივანიშვილმა მთავრობა შეაქო და აღნიშნა, რომ მსგავსი ვერტიკალი შეიქმნება რეგიონებშიც.

„პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება, თუ გახსოვთ, როდესაც კვირიკაშვილს საჯაროდ მივეცი შენიშვნა, რომ თუ შეიძლება ხალხის ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი, სიღარიბის ზღვარს კიდევ უფრო მიღმა წავიდა და გაღარიბდა, ჭამის რაციონიც შეიცვალეს და აქ იყო დაგვიანებული ქმედებები და მაშინ დავპირდით, რომ წლის ბოლომდე მოვახერხებთ საზოგადოების ამ ნაწილს დავეხმაროთ, ამიტომ ამას საარჩევნოდ ნუ ჩათვლით, რამეთუ ეს განცხადება მაისში გაკეთდა. ეს არის კარგი მაგალითი იმის, თუ ცდილობ ყველაფერი შეიძლება გამოგივიდეს კიდეც. მთავრობა, რომელიც დღეს ახალი სახით წარმოდგება, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ისეთივე იქნება თითოეულ მუნიციპალიტეტში მერი და საკრებულო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება - ბიძინა ივანიშვილი შავ სიასა და ჭარბვალიანობაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა