ბიძინა ივანიშვილი - პატარა კაცები ებრძოდნენ, მაგრამ ძლიერი ქალბატონია და გაუძლო

საუკეთესო კონსტიტუცია მივიღეთ, მთელი ევროპა ტაშს გვიკრავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ივანიშვილმა ინტერვიუში პრეზიდენტის უფლებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები არ მოდის თანხვედრაში მისი პირდაპირი წესით არჩევის ლეგიტიმაციასთან.

„ასეთი ლეგიტიმაციით, ასეთი უფლებების მქონე პრეზიდენტი ერთმანეთს არის აცდენილი. პრეზიდენტის არჩევის ლეგიტიმაციის დონე არის მაქსიმალური და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები არ მოდის თანხვედრაში ამ ლეგიტიმაციასთან. სამწუხაროდ, ოპოზიციას გაუწია ანგარიში გუნდმა, თორემ ვენეციის კომისიასაც, ევროპასაც, ამერიკასაც სწორედ მიაჩნდა, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნები აღარ უნდა იყოს. რამდენიმე ადამიანი გაიბუტა, რამდენიმე გაბრაზდა, ოპოზიციას იქნებ რაღაც მაინც დავუთმოთო, გახსოვთ გაერთიანდნენ კიდეც, ქუდზე კაცი გამოიყვანეს, რომ კონსტიტუცია არ ვარგა, არადა, საუკეთესო კონსტიტუცია მივიღეთ, მთელი ევროპა ტაშს გვიკრავს და ეს სიმახინჯე დაგვატოვებინეს.

ამ ფონზე ახლა გამოდიან და ნახეთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეცვლიან სასამართლოს, შეცვლიან პროკურატურას, არადა, არავითარი ბერკეტი ამის მსგავსი პრეზიდენტს არ გააჩნია. ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ვინც ნამდვილი ევროპელობა აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა, ასე ვთქვათ. ამ ფონზე, რას აკეთებდნენ ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები?! - როგორ ებრძოდნენ, მაგრამ ძლიერი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი და ამას გაუძლო. თუმცაღა, ამ ყველაფერს გარკვეული ემოციები დასჭირდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა