არასამთავრობო ორგანიზაციების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს პროკურატურაში დაიკითხებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში არიან დაბარებულები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, დღეს, 12:00 საათზე, გამოკითხვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია დაბარებული, 12:30 საათზე - საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი, 16:00 საათზე კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საფუძველზე პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძეც გამოიკითხებიან. ისინი 17:00 საათზე არიან დაბარებულები.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ყალბი პირადობის მოწმობები - მესამე სექტორის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები პროკურატურაში დაიკითხებიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა