აკაკი ზოიძე - არასამთავრობოების ინფორმაცია არის დიდი ტყუილი, მათ მეტი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ

“ქართული ოცნების“ დეპუტატის აკაკი ზოიძის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბის პირადობის მოწმობების დაბეჭდვის თაობაზე დიდი ტყულია.

აკაკი ზოიძე არასამთავრობოთა განცხადებაში “ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს და ფიქრობს, შესაძლოა, ინფორმაციის წყარო “ვიღაც პროვოკატორია“.

“არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებში. მათ თითოეულ განცხადებასა და ქმედებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ეძლევა. ამიტომ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ, როცა ასეთ მძიმე ბრალდებებზეა საუბარი. ის, რომ ყალბი პირადობის მოწმებები იბეჭდება, ალბათ, ძალიან დიდი ტყუილია, მაგრამ გებელსის პრინციპით, რაც უფრო დიდია ტყუილი, ადამიანმა ის შეიძლება უფრო ადვილად დაიჯეროს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგრძნო, რომ არჩევნების მეორე ტურში მათი მდგომარეობა უიმედოა, მზადება გაყალბების სცენარისათვის დაიწყო. ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი აზრის წინასწარი შემზადება“, - განუცხადა აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსს“.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს