ალეკო ელისაშვილი ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე - ნაკლებად ვფიქრობ, რომ ხელისუფლება - სხეულის ერთი ხელი მეორეს მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს

ნაკლებად ვფიქრობ, რომ ხელისუფლება - სხეულის ერთი ხელი მეორე ხელის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია “პალიტრანიუსს“ ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის თაობაზე ყველაზე სანდო და პატივსაცემმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

“ძალიან შემაშფოთებელი და თავზარდამცავი ამბავია, რომ ხელისუფლება ასეთ საქმეში შეიძლება იყოს ჩართული. იმედი მაქვს, პროკურატურა თუ არა არასამთავრობო სექტორი და მედია შეძლებს, რომ საქმეს ნათელი მოჰფინოს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო დამზადების ფაქტი - ხელისუფლების და ოპოზიციის შეფასებები

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო