ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კიმ ჩენ იანგი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის ორგანიზაციის პრეზიდენტად დღეს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩიეს, რომელიც დუბაიში გაიმართა.

ამ პოსტზე მისი მოწინააღმდეგე რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პროკოპჩუკი იყო.

მისი კანდიდატურის წამოყენებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. უკრაინა და ლიეტუვა ორგანიზაციის დატოვებით იმუქრებოდნენ თუ რუსეთის წარმომადგენელი ამ პოსტზე იქნებოდა არჩეული.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი, ჩინელი მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მოგვიანებით ოფიციალურმა პეკინმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი დაკავებულია და მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. იმავე დღეს ინტერპოლმა მენ ჰუნვეი თანამდებობიდან მისივე თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს