„სამართლიანი არჩევნები" - ზოგიერთ რაიონში პედაგოგები და მერიის თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, სამსახურს დაკარგავენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში პედაგოგები და მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, სამსახურს დაკარგავენ.

როგორც ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მასწავლებლებს მერის წარმომადგენელმა მისცა დავალება, რომ არჩევნების დღეს სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვის შემდეგ, მისივე გვარის გასწვრივ თავიანთი გვარის პირველი ასო უნდა დააფიქსირონ.

ამასთან, ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, ბორჯომში, საბავშვო ბაღში დასაქმებულებს დავალებული აქვთ მეორე ტურში არჩევნებში მისვლა და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. ხოლო ახალციხეში, ვალეს საბავშვო ბაღის პედაგოგები ამბობენ, რომ მათ სამსახურებიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი და არჩევნებზე 48-ის შემოხაზვა დაავალეს. რაც შეეხება ქარელის ფაქტს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს.

რაც შეეხება მერიას, "სამართლიანი არჩევნების" ცნობით, საგარეჯოს მერის წარმომადგენლებს და მერიის სამსახურების უფროსებს უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე, კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე და მათ უთხრეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ისინი სამსახურებიდან გათავისუფლდებიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა