ზაზა გაბუნია ივანიშვილის ინტერვიუზე - როცა საჭიროა მეტი ენერგია, შესაძლოა, საჭირო იყოს პერსონიფიცირებულადაც ახალი გადაწყვეტილებების მიღება

სხვადასხვა ეტაპზე, როცა საჭიროა მეტი ენერგია, ახალი ძალა, ახლებური ტაქტიკა პრობლემებთან გასამკლავებლად, შესაძლოა, იყოს საჭირო პერსონიფიცირებულადაც ახალი გადაწყვეტილებების მიღება, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს წარმატებული გზავნილები ჰქონდა, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე პარტიისთვის.

„ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ვერ იტყოდა სხვა, იმიტომ, რომ ეს იყო მმართველი პარტიის ლიდერის ინტერვიუ, სადაც მან მოურიდებლად სწორად, მართებულად ისაუბრა იმაზე, რაც არის მისია პარტიის თავმჯდომარის, მეტადრე მმართველი პარტიის. ის იყო პრინციპული, სამართლიანი საკუთარ შეფასებებში და მას ჰქონდა ძალიან ადეკვატური შეფასება, როგორც აწმყოსი, ისე მომავლის, ანუ, იმ ამოცანების, რომელიც აქვს სახელმწიფოს, შესაბამისად, აქვს მმართველ პარტიას. ასე, რომ ამ თვალსაზრისით, ძალიან წარმატებული გზავნილები, ინტერვიუ იყო. ვფიქრობ, მეორე მხრივ, ის შეფასებები, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა, იყო არა უბრალოდ მოვლენების შეფასებები, არამედ ქვეყნის გულშემატკივრის პოზიციიდან გაკეთებული განცხადებები, რომელზეც მან გუნდთან და საზოგადოებასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა. ცხადია, სხვადასხვა ეტაპზე, როცა საჭიროა მეტი ენერგია, ახალი ძალა, ახლებური ტაქტიკა პრობლემებთან გასამკლავებლად, შესაძლოა, იყოს საჭირო პერსონიფიცირებულადაც ახალი გადაწყვეტილებების მიღება. ბუნებრივია, გუნდი მხარს დაუჭერს ამ თვალსაზრისით პარტიის თავმჯდომარის მიდგომებს“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ის ეთანხმება მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, რომ გუნდი თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს.

„მიმაჩნია, რომ გუნდი და მითუმეტეს, მმართველი პარტია ეს არის დიდი ორგანიზმი, ძალიან ბევრი ამოცანისადმი გამკლავება უწევს გუნდს და შესაბამისად, საჭიროა ყოველდღიური ახალი და მეტი რესურსი ამ ამოცანების კარგად გასამკლავებლად. მიმაჩნია, რომ გუნდი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებელი გავაკეთოთ უკეთესად დაკისრებული მოვალეობა. ამის ხაზგასმა იყო გუშინ, რომ თვითკმაყოფილებას მმართველი პარტია არ შეიძლება მიეცეს. ჩვენ ყოველდღე უნდა ვიღვიძებდეთ იმ განცდით, რომ გუშინ გაკეთებული საქმე არ არის საკმარისი“,- განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო