კახა კალაძე - „ოლიმპიურ ვარსკვლავს“  შეჩერებული პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დეველოპერულ კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნული პროექტის შეჩერებით, დაახლოებით 350 ოჯახი დაზარალდა.

„მე მინდა შევეხო შეჩერებული მშენებლობების პრობლემას. ჩვენ ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ მთავრობის სხდომაზე. ქალაქში დაახლოებით ასეთი 179 ობიექტია. გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი. არის მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. დღეს გამოგვაქვს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა. ეს ეხება „ოლიმპიურ ვარსკვლავს“, დაახლოებით 350 ოჯახია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს ამ პროექტის სამომავლოდ განხორციელებას. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის კომპანიას, უკვე ხვალიდან აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება და დაასრულოს ყველა ის სამუშაო, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული. 350 ოჯახი იყო ამ პროექტით და ამ დეველოპერით დაზარალებული. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებულიყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე „სვეტის“ მიერ დაზარალებულებიც სერიოზული პრობლემაა. ამ მიმართულეითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში შემოვა საბუთები, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს ის, რაც მისაღები აქვს და არ დაკარგოს არცერთი თეთრი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია ინდივიდუალურად მუშაობს სხვადასხვა დეველოპერთან.

„გასათვალისწინებელი იქნება ასევე შეჩერებული მშენებლობების ხანდაზმულობაც. უსაფრთხოების ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ამიტომ დეველოპერებს ვთხოვთ, წარმოადგინონ კონსტრუქციული დასკვნა, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ შესაძლებელი იქნება მშენებლობის გაგრძელება. შესახლების შემდეგ კი იქ მცხოვრებ ადამიანებს სამომავლოდ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა