ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით, პროკურატურაში ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს. მასთან ერთად ადვოკატის სტატუსით გამოკითხვაზე იმყოფება ასევე მესამე სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე. გიგაურის თქმით, ის გამოძიებას მიაწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით აქვს.

"გამოძიებას უნდა მივაწოდო ზუსტად ის ინფორმაცია, რაც გვაქვს განცხადებაში ნათქვამი, რადგან ამაზე მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. გუშინ ვსაუბრობდით კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, რომლებიც სავარაუდოდ ამ დანაშაულში არიან ჩართულები. ასევე როდის და რა პირობებში ხდებოდა ეს. ამიტომ, ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და გამოძიებამ კონკრეტული შედეგები დადოს. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაშინვე დაიწყო გამოძიება და ეს არის ძალიან კარგი, თუმცა ამის შემდეგ არ ვიცით რა შედეგს დადებს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც გუშინ დავსვით, პასუხები გაეცეს", - განაცხადა ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა პროკურატურაში

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა