გია ხუხაშვილი - ივანიშვილის ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული

ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული, ამიტომ უნდა იმოქმედოს კი არ უნდა ილაპარაკოს,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუზე საუბრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პერსონის მიმართ თვითკრიტიკული არ იყო, ამბობდა, რომ გუნდი უშვებდა შეცდომებს.

„მიუხედავად თვითკრიტიკულობისა, ის საკუთარი პერსონის მიმართ არ იყო თვითკრიტიკული. ის ამბობდა, რომ გუნდი უშვებდა შეცდომებს. ამასთანავე, ის ადასტურებს, რომ მართავს, ვიღაცას ხელს მოაჭრის თუ რაღაც გააკეთა და მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. თუ ის ყველაფრის შემოქმედია, მაშინ როგორ ახერხებდა ეს გუნდი რაღაცა გაეფუჭებინა და ივანიშვილი არაფერ შუაში არ იყო. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული. ამიტომ უნდა იმოქმედოს, კი არ უნდა ილაპარაკოს. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს, რადგან გარდა იმისა, რომ მასში სურვილი ვერ დავინახე, ასევე მას ამის საშუალებაც არ აქვს. ის გარკვეულწილად არის ამ მანკიერი სისტემის მძევალი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო და გუნდისკენ ხელს ვერ გაიშვერს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ მის დამოკიდებულებას, როგორც ჩანს, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. ეს არაა ის საკითხი, რაზეც შეიძლება გუნდისკენ გაიშვიროს ხელი. გარკვეულწილად მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება თავზე იყო მოხვეული „ქართული ოცნებისთვის“. აქ არ აქვს ის კომფორტი, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ხელი დაიბანოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს