გოგლა ჟვანია - “ქართულმა ოცნებამ“ უამრავ გადაუჭრელ პრობლემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ურემი გადაბრუნდა - ახლა შედეგებს ვიმკით

“ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა რეალობის შეგრძნება, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, დაგროვდა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე აისახა - პირველი ტური თავისი შედეგებით “ქართული ოცნებისათვის“ კატასტროფული იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ახლა მთავარია არ მოხდეს არანაირი ფორმით ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ფართო კონსტიტუციური უფლებამოსილებები არ გააჩნია.

“არჩევნების მეორე ტურში, ბუნებრივია, ხმას სალომე ზურაბიშვილს მივცემ. ამის მიზეზი არ არის ის, რომ აღფრთოვანებული ვარ იმ არჩევანით, რომელიც უნდა გავაკეთო - მიზეზი ის არის, რომ არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებაში რევანშისტების, მოძალადეებისა და ფაშისტების დაბრუნება.

არჩევნების პირველი ტური თავისი შედეგებით “ქართული ოცნებისათვის“ კატასტროფული იყო და ამას არავინ უარყოფს. ამას მარტივი ახსნა აქვს - “ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, დაკარგა რეალობის შეგრძნება, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, დაგროვდა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა და ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე აისახა. ამაზე თვითონ “ქართული ოცნების“ ლიდერებიც საუბრობენ, მაგრამ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ურემი უკვე გადაბრუნდა. ახლა შედეგებს ვიმკით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გოგლა ჟვანიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს