პრეზიდენტმა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი მოაწერა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე შესაბამისს ცვლილებებს კანონმდებლობაში დღეს მოეწერა ხელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი მოწოდებისა, მთავრობამ არ შექმნა ისეთი სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.

„ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აუქმებს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს, როგორიც არის უშიშროების საბჭო. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, დაუშვებელია, რომ არ არსებობდეს მსგავსი ტიპის ორგანო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად შექმნილიყო თუნდაც სხვა უწყება, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში გადაიბარებდა უშიშროების საბჭოს ფუნქციებს და შექმნიდა პლატფორმას, სადაც ანალიზზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით უმაღლესი თანამდებობის პირებს ექნებოდათ მუდმივი შესაძლებლობა, რომ ემუშავათ იმ საკითხებზე, რაზეც უშიშროების საბჭო იყო უფლებამოსილი. სამწუხაროდ დღემდე ასეთი შემცვლელი ორგანო არ შექმნილა და ბუნდოვანია როდის და რა ფორმით შეიქმნება ასეთი უწყება. ქვეყნის დატოვება მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე განუსაზღვრელი და ბუნდოვანი ვადით არის ძალიან არასწორი ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ თემის მიმართ და ეს საკითხი რჩება ღია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო