მარიამ კუბლაშვილი - მოვითხოვთ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეციალური კომისია შეიქმნას

მოვითხოვთ, შეიქმნას სპეციალური კომისია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კომისიის მიერ იქნეს გარჩეული. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოთხოვნა. გვსურს, ყველა მტკიცებულება გაიხსნას და მერე მოხდეს მასზე მსჯელობა, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის აღნიშნული პრესკონფერენციით კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუს გამოეხმაურა. კუბლაშვილი მაჩალიკაშვილის მკვლელობის წლისთავზე ამ საქმის დასრულებას ითხოვს.

„თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღიდან, ზუსტად ერთი თვის თავზე, 26 დეკემბრის გამთენიისას, მისი ლიკვიდაცია მოხდა, ეს არის უმძიმესი პერიოდი, მოვითხოვთ, ამ პერიოდისთვის თბილისის პროკურატურამ დაასრულოს გამოძიება, მიიღონ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ეს არის გახმაურებული დანაშაული, მოვითხოვთ, პასუხი გაეცეს კითხვებს, მოხდა თუ არა, სპეცრაზმელის მიერ მისი უფლებამოსილების გადამეტება, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს, ან შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და გვითხრან, პირდაპირ გამოაცხადონ, რომ დანაშაული არ მომხდარა.

ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, ერთი წლის თავზე მოვითხოვოთ თემირლან მაჩაკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება. დღეს თუ ხვალ, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს ადამიანის სიცოცხლის უხეში ხელყოფისთვის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის, მისი ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის“, - აცხადებს კუბლაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს