სალომე ზურაბიშვილი - არ ვაპირებ, საგარეო საქმეთა მინისტრის ან პრემიერის დუბლირება მოვახდინო, ან დავიწყო ჭიდაობა, ვინ უნდა იყოს დელეგაციაში

არ ვაპირებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ან პრემიერის დუბლირება მოვახდინო, ან დავიწყო ჭიდაობა, ვინ უნდა იყოს დელეგაციაში, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

სტუდენტები დაინტერესდნენ, როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტობის კანდიდატს საქართველოს როლი საერთაშორისო არენაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა საქართველომ ყველაფერი გააკეთოს საერთაშორისო არენაზე.

„არ ვაპირებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ან პრემიერის დუბლირება მოვახდინო, ან დავიწყო ჭიდაობა, ვინ უნდა იყოს დელეგაციაში. მე ვიცი, რომ არის დიდი არეალი. ამ ქვეყანას სჭირდება ყველასთან სიღრმეში შესვლა მოლარაკებების პროცესში. ჩვენ ბევრად მეტი უნდა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან და ნატო-სგან. ჩვენ უნდა ვითამაშოთ უფრო აქტიური როლი, რასაც არ ვაკეთებთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი როლი, რომელიც რთულ რეგიონში გვაქვს, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიულობის კუნძული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა