აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - დაძაბული საარჩევნო გარემოა

მე არ ვაპირებ ჩავერიო და კომენტარი გავაკეთო იმ დაპირისპირებაზე, რაც არსებობს. ვიცით, რომ არის დაძაბული საარჩევნო გარემო,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საარჩევნო გარემოს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ საკუთარი სათქმელი თქვას.

„მე არ ვაპირებ ჩავერიო და კომენტარი გავაკეთო იმ დაპირისპირებაზე, რაც არსებობს. ვიცით, რომ არის დაძაბული საარჩევნო გარემო, საზოგადოებაში პოლარიზება და არის გადასაჭრელი საკითხებიც, თუმცა შედეგები გვაჩვენებს, ყველაფერს. არჩევნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სათქმელი თქვას.

ძალიან მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შევხვედროდი, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და იგი ძალიან პოზიტიური მხარეა როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ხელს უწყობს საქართველოს, რომ იყოს ძლიერი და სტაბილური ქვეყანა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ არჩევნებს,"- განაცხადა როს უილსონმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს, გამოვლენილ ხარვეზებსა და შესაძლო გაყალბების ფაქტებს შეეხო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო