სალომე ზურაბიშვილი ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე - ჩემგან ძალიან შორს არის გაყალბება

ჩემგან ძალიან შორს არის გაყალბება, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკითხზე დაწყებულია გამოძიება და საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

„პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და ვნახოთ რას იტყვიან. ჩემგან ძალიან შორს არის გაყალბება. ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც დასავლეთთან და არც იმ მომავალთან, რომელიც საქართველოში იქნება. მე ვამბობ, რომ ეს არის შორს იმ დასავლეთისგან და ევროპისგან, რომელიც მე მინდა შემოვიტანო საქართველოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა