თამარ ჩუგოშვილი ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე - ვერც კი წარმომიდგენია, რომ  ასეთი შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ თუ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი

გუშინ საკმაოდ მძიმე ბრალდება გაჟღერდა. არავის სჭირდება ეს პროცესი, ეს არის დაუშვებელი, ვერც კი წარმომიდგენია, რომ რეალურად ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ თუ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა არასამთავრობოების იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლითაც არჩევნების შესაძლო გაყალბება, ყალბი პირადობებით შეიძლება მოხდეს.

„გუშინ საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო გაჟღერებული, მძიმე ბრალდება იყო, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვა რეაგირება პროკურატურის მხრიდან. დღეს უკვე დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ ისინი. მეტი ინფორმაციის მიწოდება იმ უწყებებისთვის, რომლებმაც რეაგირება უნდა მოახდინონ, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ ხმამაღალ ბრალდებად არ დარჩეს ეს პროცესი, არამედ რეალურად გავიგოთ, რას ჰქონდა ფაქტი. რაც შეეხება პირადობების ბეჭდვას, როგორც მოვლენას, მე ეს ძალიან კარგად მახსოვს 2012 წელს, როდესაც მე თვითონ, როგორც საია-ს თავმჯდომარე, ვიყავი ერთ-ერთი მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაცია. ძალიან მასშტაბური სახე ჰქონდა მაშინ ამას და პასუხისგებაშიც კი არის მიცემული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ამ ყალბ პირადობის მოწმობებს. გიორგი ვაშაძე იყო მაშინ იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც ეს ხდებოდა. ეს ფაქტი დადგენილია და ვინაიდან, რაღაც მსგავსი ბრალდება მოვისმინეთ გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ ადამიანებმა, ვინც ეს ბრალდება გააჟღერეს, ყველანაირად შეუწყონ გამოძიებას ხელი, რომ ფაქტი გაიხსნას და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგეს. არავის სჭირდება ეს პროცესი, ეს არის დაუშვებელი, ვერც კი წარმომიდგენია, რომ რეალურად ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო